ანუ, გამოდის, რა – ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ, ჩვენ კი სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს?

ანუ, გამოდის, რა – ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ, ჩვენ კი სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს?
ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებას, რომელიც გმობს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დემოკრატიული პრინციპისათვის მიუღებელია ვინმეს სასამართლოში წასვლას აუკრძალო. დეპუტატის თქმით, ევრობიუროკრატების სურვილია საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება მიმართოს სასამართლოს.
„დემოკრატიული პრინციპისათვის მიუღებელია, როცა ვინმეს სასამართლოში წასვლას უკრძალავენ, თუმცა, ჩვენ გვახსოვს ევრობიუროკრატების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, როცა ისინი ცდილობდნენ, სასამართლო საკუთარი კონტროლის ქვეშ აეყვანათ და ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებების რევიზია მოეხდინათ საელჩოებში. ახლა უკვე მოინდომეს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება, წავიდეს სასამართლოში. ანუ, გამოდის, რა – ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ, ჩვენ კი სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს?! ეს უსამართლოა, მიუღებელია და ცდება დემოკრატიულ პრინციპებს,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც