ანტონიო კოშტას ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტს დაესწრება

ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტს დაესწრება, – ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მოხარული ვარ, რომ ხვალ ევროპული საბჭოს სამიტზე პრეზიდენტ ზელენსკის ვუმასპინძლებ. განვიხილავთ, თუ როგორ გავაგრძელოთ რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენი ერთგულება მყარია. კურსი ნათელია. მშვიდობის მიღწევის მიზნით რუსეთზე ზეწოლის გაზრდასა და უკრაინის გაძლიერებას გავაგრძელებთ“, – წერს ანტონიო კოშტა X-ზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ხვალ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე შეიკრიბებიან, სადაც უკრაინისა და ევროპული თავდაცვის საკითხებს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება