ანტონიო კოსტა – სომხეთ-აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმების მიღწევა გადამწყვეტი ნაბიჯია ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისა და რეგიონის გახსნისკენ

გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის დასრულებას. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისა და რეგიონის გახსნისკენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა შემდგომ ნაბიჯს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.
„ახლა მოგიწოდებთ, წინ წახვიდეთ სამშვიდობო შეთანხმების სწრაფი ხელმოწერით. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა შემდგომ ნაბიჯს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ“, – წერს ანტონიო კოსტა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…