ანტონიო გუტერეში - სირიაში სისხლისღვრა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

მტკიცედ ვგმობ ძალადობის ესკალაციას სირიის სანაპირო რაიონებში, სადაც მასიურად მოხდა უკანონო სიკვდილით დასჯის, მათ შორის მთელი ოჯახების, შემთხვევები, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სოციალურ ქსელში წერს.
„დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სისხლისღვრა. მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული. დამნაშავე პირებმა პასუხი უნდა აგონ“, - აცხადებს გუტერეში.
შეგახსენებთ, გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ინფორმაციით, სირიაში, ამ დრომდე, 111 მშვიდობიანი მოქალაქის დადასტურებული მკვლელობაა დაფიქსირებული, მაგრამ გადამოწმების პროცესი გრძელდება და დაღუპულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.