ანტონიო გუტერეში – ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების გეგმა სახიფათო ესკალაციას წარმოადგენს

ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების გეგმა სახიფათო ესკალაციას წარმოადგენს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება ზრდის იმის რისკს, რომ მილიონით პალესტინელისთვის უკვე არსებული კატასტროფული შედეგები კიდევ უფრო გამწვავდეს. ასევე, შეიძლება საფრთხეში უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე აღმოჩნდეს, მათ შორის მძევლების“, – ნათქვამია ანტონიო გუტერეშის განცხადებაში.
მისი თქმით, ისრაელის გადაწყვეტილება „იძულებით გადასახლებას, მასობრივ ნგრევასა და ღაზაში პალესტინელების ტანჯვას გაამწვავებს“.
შეგახსენებთ, გუშინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გეგმა დაამტკიცა, რომელიც ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…