ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ქმედებით შეშფოთებულია

ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ქმედებით შეშფოთებულია

გაერო-ს გენერალური მდივანი ღრმად შეშფოთებულია ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული ესკალაციით, რომელმაც კულმინაციას აშშ-ის სამხედრო ქმედებით მიაღწია, რასაც პოტენციურად შემაშფოთებელი შედეგები მოჰყვება რეგიონისთვის, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერი სტეფან დიუჟარიკი ავრცელებს.
„ვენესუელაში არსებული სიტუაციისგან დამოუკიდებლად, ეს მოვლენები საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. გენერალური მდივანი კვლავ ხაზს უსვამს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის, სრული პატივისცემის მნიშვნელობას - ყველასგან. იგი ღრმად შეშფოთებულია, რომ საერთაშორისო სამართლის წესები არ არის დაცული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს ვენესუელაში, ჩაერთონ ინკლუზიურ დიალოგში, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სრული პატივისცემით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.