ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანტირუსულ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულები კვლავ პატიმრობაში დატოვეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებულები 23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. მომდევნო სასამართლო პროცესი 30 ივლისს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.
დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ახალგაზრდებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
ადვოკატები მიიჩნევენ, რომ დაკავებულების მიმართ წარდგენილი ბრალი არაპროპორციულია. გარდა ამისა, დაცვის მხარე მათ მეფარიშვილისა და ოკრიბელაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.