ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ანტიკორუფციული ბიურო" საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

„ანტიკორუფციული ბიურო" საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

„არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობის მიზნით“, სსიპ „ანტიკორუფციული ბიურო" საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 3 ივლისს გამართულ შეხვედრას, 150-მდე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.
“3 ივლისს, საქართველოს კანონში „გრანტების შესახებ" განხორციელებული ცვლილებების შესახებ, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და უფლებადამცველები დაესწრნენ.
შეხვედრას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა. დამსწრეთა შეკითხვებს ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა უპასუხა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციების როლის შესახებ და ხაზი გაესვა, რომ ბიურო გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მათთვის საქმიანობის გასამარტივებლად.
სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პლატფორმა - grants.acb.gov.ge, რომელიც 10 ივლისიდან ჩაირთვება. საიტზე რეგისტრაცია ნებაყოფლობითია, მსურველებს მოუწევთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება. მონიტორინგისას, ანტიკორუფციული ბიურო იხელმძღვანელებს მათ მიერ ატვირთული ინფორმაციით.
3 ივლისს გამართულ შეხვედრას, 150-მდე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.