ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიუროს მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მხარეებმა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში სამინისტროსა და ბიუროს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამუშაო მიმართულებები. მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის ფორმატისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.