ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის ხელმძღვანელს, იულიან ბულაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახური ავრცელებს.
“შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობისა და ქონებრივი დეკლარაციების საჯაროობის საკითხები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: სილვი აფჰოლდერი, ბას კლეინი, შარონ ლოვეი, ფრანკ შვეიბი, ბორიანა აბერგი, საიმონ ბილი, ანდრეი ჰუნკო, ედიტ ესტრელა, კერინ როლერ-კაუფმანი და ნატალია ვუტოვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: 130 მლნ კილოვატი, რომ ებევრა მდინარაძეს, ჰკითხეთ ივანიშვილი გლდანში 430 მლნ-მდე კილოვატს რომ მოიხმარს, ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და “ასეთების” გამო გაუძვირა