არქივი27 ოქტომბერი, 2025, 17:13
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ-ჰაიას შეხვდა

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ-ჰაიას შეხვდა.
ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 27 ოქტომბერს, გაიმართა, სადაც სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“- ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.