ანსამბლმა “გურჯაანი“ ინდოეთში გამართულ ინდურ-ქართული მუსიკის ფესტივალში „ქეთევანის ფესტივალი 2025“ მიიღო მონაწილეობა

ფოლკლორულმა ანსამბლმა “გურჯაანი“ ინდოეთში გამართულ ყოველწლიურ ინდურ-ქართული მუსიკის ფესტივალში „ქეთევანის ფესტივალი 2025“ მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალზე ანსამბლმა მრავალხმიანი ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები წარადგინა. გარდა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლისა, ფესტივალის პროგრამა მოიცავდა ინდოეთის ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის ანსამბლების გამოსვლებს.
გოაში გამართული ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, ინდოეთში საქართველოს საელჩო, ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭო (ICCR) და გოაში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატი აკაშ ტიმბლო.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს