ანსამბლი „ერისიონი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1
ანსამბლი „ერისიონი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს, ყოფილი წევრის, მომღერლისა და სოლისტის გიული ცხადაძის გარდაცვალების გამო.
„მწუხარებას გამოვთქვამთ, ერისიონის ყოფილი წევრის, მომღერლისა და სოლისტის გიული ცხადაძის გარდაცვალების გამო.
ბ-ნი გიული მრავალი წელი აქტიურად იყო ჩართული ანსამბლის შემოქმედებით ცხოვრებაში.
მსმენელსა და მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი ცეკვა აჭარულში მისმა სახასიათო სახემ. ხოლო ერისიონის გახმაურებულ ვიდეო-რგოლში «შატილის ასულო» განსახიერებულმა როლმა, შთამბეჭდავი კვალი დატოვა მაყურებლის მეხსიერებაში.
ანსამბლი დიდი პატივისცემით იხსენებს მას და თანაუგრძნობს მის ოჯახსა და ახლობლებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.