არქივი1 მაისი, 2024, 11:39
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - მოძალადეების ხმა სახელმწიფო ინსტიტუციებში არ უნდა ისმოდეს!
მოძალადეების ხმა სახელმწიფო ინსტიტუციებში არ უნდა ისმოდეს! - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს.
„ჩვენმა საზოგადოებამ 29 აპრილს გაგცათ პასუხი, ვინ დგას მშვიდობის მხარეს და ვინ გამოხატავს მშვიდობიანად პოზიციას - ვინ არიან მოძალადეები და ვინ ახალისებს ძალადობას!“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად მიმდინარეობს. ოპოზიცია განხილვის შეჩერებას და პროექტის ჩაგდებას ითხოვს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.