ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანრი ოხანაშვილი - მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, რომ ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, განვამტკიცოთ და რაც მთავარია, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე

ანრი ოხანაშვილი - მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, რომ ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, განვამტკიცოთ და რაც მთავარია, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს განსაკუთრებული ნდობა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამომიცხადა, უმაღლეს დონეზე გავამართლო, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადა, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ინსტიტუცია კიდევ უფრო გაძლიერდეს.
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ის დიდი და გამორჩეული ნდობა, რომელიც გამომიცხადა პრემიერ-მინისტრმა, სამთავრობო გუნდმა და შემდგომ უკვე საქართველოს პარლამენტმა. მსურს, გამოვხატო მადლიერება გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ, მისი დამოკიდებულების მიმართ იმ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ წლებია, გვაკავშირებს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს განსაკუთრებული ნდობა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამომიცხადა, უმაღლეს დონეზე გავამართლო. გავამართლო ჩემს მოადგილეებთან ერთად. ირაკლი ბერაია, რომელიც პირველ მოადგილედ არის დანიშნული, გელა გელაძესა და ლევან ხარანაულთან ერთად. ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ იმისთვის, რომ ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, როგორც აქამდე განვაგრძოთ, განვამტკიცოთ, ინსტიტუციურად კიდევ უფრო გავძლიერდეთ და რაც მთავარია, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.