ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანრი ოხანაშვილი - მოვუწოდოთ, რომ შემოვიდეს ალეკო ელისაშვილი, რაღაცის თქმა უნდოდა ეტყობა და ვერ თქვა - შემოვიდეს, ბოდიში მაინც მოიხადოს, მაგისი კაცობა მაინც ეყოს

მოვუწოდოთ, რომ შემოვიდეს ალეკო ელისაშვილი. რაღაცის თქმა უნდოდა ეტყობა და ვერ თქვა - შემოვიდეს, ბოდიში მაინც მოიხადოს, მაგისი კაცობა მაინც ეყოს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე განაცხადა.
ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც სთხოვა, მოუწოდონ კოლეგას, სხდომაზე დაბრუნდეს და საკუთარი სათქმელი თქვას.
„ისე მოუწოდეთ თუ გინდათ ბატონ ალეკოს, მოვიდეს, რისი თქმა უნდოდა, შემოვიდეს და გაგვცეს პასუხი. ხომ მაგარი ბიჭია! მოვუწოდოთ, რომ შემოვიდეს ალეკო ელისაშვილი. რაღაცის თქმა უნდოდა ეტყობა და ვერ თქვა, თუ რა პრობლემა ჰქონდა ?! შემოვიდეს! არავითარ ძალადობას არ ვემხრობი და არც იმისთვის ვამბობ, რომ აქ მოვიდეს და რაღაც ვუთხრათ, შემოვიდეს, ბოდიში მაინც მოიხადოს, მაგისი კაცობა მაინც ეყოს. შემოვიდეს აქ!“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.