ანრი ოხანაშვილი – კონსტიტუცია გპასუხობთ ამ საკითხზე – სალომე ზურაბიშვილის პასუხი და ხელმოწერა საერთოდ არ არის საჭირო, პრემიერ-მინისტრი ჩაითვლება კონსტიტუციის შესაბამისად დანიშნულად

კონსტიტუცია გპასუხობთ ამ საკითხზე – სალომე ზურაბიშვილის პასუხი და ხელმოწერა საერთოდ არ არის საჭირო, პრემიერ-მინისტრი ჩაითვლება კონსტიტუციის შესაბამისად დანიშნულად,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას საჭიროა თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ხელმოწერა, იქამდე სანამ პრემიერ-მინისტრი თავის უფლებამოსილებას შეუდგება.
ამასთან, ოხანაშვილმა მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან მოდის და არა უცხოელებისგან.
„საქართველოს მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი საქართველოს პარლამენტის მეშვეობით. ქართველმა ხალხმა გამოხატა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ. საქართველოს პარლამენტს აქვს სახალხო ლეგიტიმაცია და აქედან გამომდინარე, მთავრობას აქვს სრული ლეგიტიმაცია. სხვა ლეგიტიმაცია არსებობს კიდევ? არჩევნებში უცხოელები იღებენ მონაწილეობას? ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებისთვის სამსახურს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)