ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანრი ოხანაშვილი - თუ ჩემი დეკლარაციის შემოწმება ხდება, რატომ შეიძლება, ეს პრობლემა იყოს სხვა კოლეგასთან მიმართებაში? - თუ პარლამენტის წევრი ხარ, კეთილი ინებე და მიაწოდე საზოგადოებას ინფორმაცია

თუკი მე ვთანამშრომლობ და ჩემი დეკლარაციის შემოწმება ხდება, რატომ შეიძლება იყოს ეს პრობლემა ჩემს სხვა კოლეგასთან მიმართებაში? - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ანტიკორუფციული ბიურო დამატებით 30 ოპოზიციონერის დეკლარაციის შესწავლას იწყებს.
ოხანაშვილის თქმით, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ხარ, ვალდებული ხარ, რომ კანონის შესაბამისად გაასაჯაროო ყველაფერი, რაც გაქვს.
“რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიციის წარმომადგენელი ხარ თუ უმრავლესობის? პარლამენტის წევრი თუ ხარ, კეთილი ინებე და მიაწოდე საზოგადოებას ინფორმაცია შენს ქონებასთან დაკავშირებით. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ამასთან დაკავშირებით, კეთილი ინებოს ყველამ და მიაწოდოს ინფორმაცია. დაყოფა აქ არაფერ შუაშია. როდესაც ხარ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, კეთილი უნდა ინებო და კანონის შესაბამისად გაასაჯაროო ყველაფერი, რაც გაქვს და მიაწოდო ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.