ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანრი ოხანაშვილი - ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, რომ ვიმუშავებ იმ ხალხთან ერთად, რომლებიც არიან პროფესიონალები, უყვართ სამშობლო და ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე

ანრი ოხანაშვილი - ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, რომ ვიმუშავებ იმ ხალხთან ერთად, რომლებიც არიან პროფესიონალები, უყვართ სამშობლო და ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე

ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, რომ ვიმუშავებ იმ ხალხთან ერთად, რომლებიც არიან პროფესიონალები, უყვართ სამშობლო და ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ანრი ოხანაშვილმა პოზიციაზე წარდგენისთვის გუნდს მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა დეპუტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„მსურს, მადლიერება გამოვხატო ჩემი ამ პოზიციაზე წარდგენისთვის. ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და რომ ვიმუშავებ ჩვენს სამთავრობო გუნდთან ერთად, რომლებიც არიან პროფესიონალები, რომლებსაც უყვართ ჩვენი სამშობლო და რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. ამ მხრივ განსაკუთრებული როლი გაქვთ პარლამენტის წევრებს და შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი იქნება თქვენთან მუშაობა. ის გამორჩეული გამოცდილება, რომელიც თქვენთან ერთად შევიძინე, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველი იქნება“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილი 25 ნოემბერს წარადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.