ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანრი ოხანაშვილი - ბაჩიაშვილი ალბათ გააგრძელებს ზღაპრების მოყოლას, ჩვენ განცხადება გავავრცელეთ, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ, გრძელდება გამოძიება - თმის ღერი არ ჩამოვარდნია დაკავების დროს

ანრი ოხანაშვილი - ბაჩიაშვილი ალბათ გააგრძელებს ზღაპრების მოყოლას, ჩვენ განცხადება გავავრცელეთ, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ, გრძელდება გამოძიება - თმის ღერი არ ჩამოვარდნია დაკავების დროს

გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ, გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი უფროსის გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, შესაბამისი განცხადება, რაც საჭიროდ ჩათვალა მისმა უწყებამ უკვე გაავრცელა.
მისი თქმით, ბაჩიაშვილი არის კრიმინალი და დამსახურებულად არის განთავსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ამასთან, ოხანაშვილი ამბობს, რომ დაკავებისას ბაჩიაშვილს თმის ღერი არ ჩამოვარდნია.
„ეს ადამიანი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ, გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას. მთავარი არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს, სუს-მა, ჩვენ ოფიციალური განცხადება გავავრცელეთ ამ ეტაპზე, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ. გრძელდება გამოძიება, თუ ვინმეს ამ ვერსიის დაჯერება უნდა, ეს მათი ნებაა, ვინ რას დაიჯერებს, მთავარი აქ რაც არის, კრიმინალი არის დაკავებული. ეს ადამიანი არის კრიმინალი, მან ფულის გათეთრება განახორციელა და ის მსჯავრდებულია ამ დანაშაულისთვის. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია და დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც ის უნდა იყოს, ის მოიხდის სასჯელს.
გარდა ამისა, მას აქვს სხვა რამდენიმე ეპიზოდი, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საქმის წარმოება. მთავარი კიდევ არის ის, რომ ამ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოვარდნია დაკავების დროს. ის ვერ საუბრობს, რომ მის მიმართ იძალადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შელახულია და ა.შ. ეს არის ჩვენი სტანდარტი, ეს არის სტანდარტი, როგორც ვმოქმედებთ. დანარჩენი უნდა დაველოდოთ, მიმდინარეობს გამოძიება და კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ, მაშინ, როდესაც ამის საჭიროება იქნება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.