არქივი23 ივლისი, 2025, 14:54
“ანკესით თევზაობდა და დენმა დაარტყა” – უბედური შემთხვევა ბაღდათში

უბედური შემთხვევა ბაღდათში – სოფელ როკითში, კაშხალზე ახალგაზრდა დაიღუპა.
“ინფო იმერეთს” ადგილობრივები უყვებიან, რომ მამაკაცი კაშხალთან ანკესით თევზაობდა და დენმა დაარტყა.
“ანკესით თევზაობდა კაშხალთან და დენი გადასულა და ეს საშინელება მოხდა. მთელი მუნიციპალიტეტი გლოვობს”, – “უთხრა “ინფო იმერეთს” გარდაცვლილის ახლობელმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.