ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანი ნადარეიშვილი - ბაჩოს ციხეში შეუზღუდეს ყველა უფლება, მათ შორის სატელეფონო ზარი, წერილები, პაემანი - ისევ ვცადე შესვლა, როგორც მისმა ადვოკატმა და არ შემიშვეს

ანი ნადარეიშვილი - ბაჩოს ციხეში შეუზღუდეს ყველა უფლება, მათ შორის სატელეფონო ზარი, წერილები, პაემანი - ისევ ვცადე შესვლა, როგორც მისმა ადვოკატმა და არ შემიშვეს

ბაჩოს ციხეში შეუზღუდეს ყველა უფლება, მათ შორის სატელეფონო ზარი, წერილები, პაემანი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანი ნადარეიშვილი აღნიშნავს, მასთან შესვლას შეეცადა, როგორც ადვოკატი, თუმცა არ შეუშვეს.
“ბაჩოს ციხეში შეუზღუდეს ყველა უფლება, მათ შორის სატელეფონო ზარი, წერილები, პაემანი...ისევ ვცადე შესვლა, როგორც მისმა ადვოკატმა და არ შემიშვეს“, - წერს ნადარეიშვილი.
ცნობისთვის, სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.