ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა

ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა
ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა.
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ანსამბლი „რუსთავი“ მაყურებლის წინაშე სიმღერისა და ცეკვის ტრადიციული პროგრამით წარდგა.
ანზორ ერქომაიშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონცერტს ესწრებოდნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი , კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე და მიწვეული სტუმრები.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს