ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანექსირებულ სევასტოპოლზე დრონებით შეტევა იყო

15 ივლისს, გამთენიისას, აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა აფეთქების გამომწვევ მიზეზად დაასახელა უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება. რაზვოჟაევის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, დრონებს ფიოლენტის კონცხის რაიონში ებრძოდნენ.
ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ფიოლენტის კონცხზე დისლოცირებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილი და რადიოელექტრონული ბრძოლის ცენტრი.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამიზნეების და ხმელეთზე შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ყირიმის თავზე გაანადგურეს ექვსი უკრაინული დრონი.
კიევს სევასტოპოლზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. უკრაინის თავდაცვის ძალები ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს ხშირად უტევენ უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.