ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთში აფეთქებები იყო

ძლიერი აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჯანკოიში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში სულ მცირე 7 აფეთქება მოხდა. ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან შეტევის გამო ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ბოლო თვეებში, ქალაქ ჯანკოისა და მის მახლობლად დრონებით არაერთი თავდასხმა იყო.
დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია ტრადიციული ფორმულირებით, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მცდელობა ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე გაანადგურეს 13 უპილოტო საფრენი აპარატი. შედეგების შესახებ რუსეთი არაფერს იუწყება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყირიმზე შეტევის თაობაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.