პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრო ჭიჭინაძის საქმე სტრასბურგში გაიგზავნება

ანდრო ჭიჭინაძის საქმე სტრასბურგში გაიგზავნება

სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის საქმე სტარასბურგში გაიგზავნება-ადვოკატი ევროპულ სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს.
როგორ თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, მხოლოდ ტექნიკური საკითხებია დარჩენილი და როდესაც საჩივარი საბოლოო სახეს მიიღებს, ის ევროპულ სასამართლოს კვირის ბოლოსკენ გაეგზავნება.
რამდენიმე დღეა დარჩენილი, როდესაც ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ უკვე, საბოლოო სახეს მიიღებს სტრასბურგის საჩივარი და ანდრო ჭიჭინაძის საქმე, აღკვეთის ნაწილში, სტრაბურგში გაიგზავნება, სადაც განხილული იქნება, როგორც პირველ წარდგენაზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე, შემდგომში უკვე, გადახედვის დროს, ანალოგიური გადაწყვეტილების საკითხი, როდესაც ანდრო ჭიჭინაძე, სხვა ბრალდებულებთან ერთად, დარჩა პატიმრობაში, უკანონოდ“, – განაცხადა მიგინეიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.