არქივი10 იანვარი, 2025, 19:09
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში და შიდა ტერიტორიაზე ხმაურია.
ადგილზე შეკრებილები არიან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადის და სხვა დაკავებული 9 პირის ახლობლები, რომლებიც ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ აქციაზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ ისმოდა შეძახილები: „მონებო, რუსებო, ვის ემსახურებით, არ გრცხვენიათ?".
ამ წუთებში ხმაური კვლავ გრძელდება სასამართლოს ეზოში, სადაც დიდი რაოდენობით პოლიციელები არიან მობილიზებული.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.