არქივი29 იანვარი, 2025, 20:34
ანდრო ჭიჭინაძის დედა აქციაზე: დღეს მე მეშინია დილით გაღვიძების, თუ რა ამბავი დამხვდება მზია ამაღლობელზე

ანდრო ჭიჭინაძის დედა აქციაზე - „დღეს მე მეშინია დილით გაღვიძების, თუ რა ამბავი დამხვდება მზია ამაღლობელზე, რომელიც შიმშილობს ციხეში.
ეს არის ძალიან საშიში, სად ხართ ექიმები?”
დამოუკიდებელი მედიის „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 18 დღეა შიმშილობს. ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.