არქივი22 ნოემბერი, 2023, 19:22
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
ფიბა-ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საკუთარ მოედანზე "ვარეზესთნ" 81:94 დამარცხდა.
პირველი მეოთხედი ფრედ, 16:16 დასრულდა, შემდეგ კი სტუმრები ინიციატივას დაეუფლენ და გაიმარჯვეს.
თსუ-დან 20 ქულა რატი ანდრონიკაშვილმა ჩააგდო, ხოლო 18 კახა ჯინჭარაძემ. 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და სარგებლიანობის 30-იანი კოეფიციენტით MVP იტალიური კლუბის კანადელი გამთამაშებელი ოლივიე ჰენლანი გახდა.
თსუ-მ 1 მატჩი მოიგო (სახლში კვიპროსის კერავნოსს სძლია) და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.