პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრიუს კუბილიუსი - სასწრაფოდ უნდა შევქმნათ „დრონების კედელი“ ევროკავშირის მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე - რუსეთი შეჩერდება

ანდრიუს კუბილიუსი - სასწრაფოდ უნდა შევქმნათ „დრონების კედელი“ ევროკავშირის მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე - რუსეთი შეჩერდება

სასწრაფოდ უნდა შევქმნათ „დრონების კედელი“ ევროკავშირის მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე, რაც ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ფლაგმანური პროექტია, - ასე ეხმაურება ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას.
მისი შეფასებით, რუსეთი მოსაზღვრე სახელმწიფოებს, ევროკავშირსა და ნატო-ს ცდის.
„ვითანამშრომლებთ წევრ სახელმწიფოებთან, მოსაზღვრე ქვეყნებთან და უკრაინასთან. რუსეთი შეჩერდება“, - აცხადებს კუბილიუსი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.