ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრიუს კუბილიუსი - ევროპას თავდაცვის კავშირი სჭირდება

ანდრიუს კუბილიუსი - ევროპას თავდაცვის კავშირი სჭირდება

ევროპას თავდაცვის კავშირი სჭირდება, - ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ევროკავშირმა ევროპის კონტინენტზე აშშ-ის სტრატეგიული შესაძლებლობები უნდა ჩაანაცვლოს.
„თავდაცვაზე ევროპული პასუხისმგებლობა ჩვენი თანამშრომლობის ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნას მოითხოვს - ევროპულ თავდაცვის კავშირს“, - განაცხადა კუბილიუსმა.
ასევე, მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა 2035 წლის ბოლომდე შეიარაღებაზე 6.8 ტრილიონი ევრო უნდა დახარჯონ.
„წევრი ქვეყნების ამოცანა შეიარაღების წარმოება უნდა იყოს. მათ 2035 წლის ბოლომდე შეიარაღებაზე 6.8 ტრილიონი ევრო უნდა დახარჯონ, თუ ისინი ნატო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებენ“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.