ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრია ჯაღმაიძე - ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებს მიეცეთ შესაბამისი დახმარება

ანდრია ჯაღმაიძე - ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებს მიეცეთ შესაბამისი დახმარება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქო შეეცდება, სიღრმისეულად შეისწავლოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების საკითხი.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ბავშვების მშობლებთან შეხვედრა იყო საქმიანი და ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ბევრია საკითხი, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას ამ სფეროში.

მისივე განცხადებით, პროცესში ჩართული იქნება საპატრიარქოს მხრიდან წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა.

დეკანოზი აცხადებს, რომ საპატრიარქო ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებს მიეცეთ შესაბამისი დახმარება.

"ჩვენ რამდენადაც ვიცით, არ არის კარგად შესწავლილი დაავადება და სიახლეების მოლოდინში არიან მშობლები.

ჩვენ, საპატრიარქოს, გვაქვს გარკვეული გამოცდილება საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებში ჩართვისა, ასეთი საკითხები წყდებოდა ხოლმე გაფართოებული ფორმატით, სადაც სპეციალისტები იყვნენ ჩართულები.

შევეცდებით, საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ. უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის ჩვენი მონაწილეობით. საპატრიარქოს მხრიდან აქ ჩართული იქნება წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა.

ასე რომ, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ დაავადების მქონე ბავშვებს მიეცეთ შესაბამისი დახმარება", - აცხადებს ჯაღმაიძე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.