ანდრეი სიბიგა – მთელი ევროპისა და ტრანსატლანტიკური სივრცისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ რჩება

რუსეთი მთელი ევროპისა და ტრანსატლანტიკური სივრცისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ რჩება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ კოპენჰაგენში შეკრებილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დღეს კოპენჰაგენში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამიტს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაერთო.
„რუსეთთან და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული სტრატეგიები რეალისტური უნდა იყოს და არა მცდარ ვარაუდებზე დაფუძნებული. პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ ამ ომის გაგრძელება საფრთხეს უქმნის როგორც მის რეჟიმს, ასევე პირადად მას. ის ან ახლა შეჩერდება, ან სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ეს არის ძალის მეშვეობით მშვიდობის სტრატეგია“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ანდრეი სიბიგამ საგარეო საქმეთა მინისტრებს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე დარტყმების გაძლიერების შესახებ აცნობა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ხატია დეკანოიძე – საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხაბეიშვილი ნათელი მაგალითია, რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“