ანდრეი სიბიგა – პუტინმა ომის გაჭიანურების შედეგები უნდა გაიგოს – მის სიტყვას ფასი არ აქვს, ახლა მხოლოდ მის ქმედებებს შეუძლია აჩვენოს, ნამდვილად სურს თუ არა ომის დასრულება

პუტინმა ომის გაჭიანურების შედეგები უნდა გაიგოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„წარსულში მან არაერთხელ მოიტყუა და მის სიტყვას ფასი არ აქვს. ახლა მხოლოდ მის ქმედებებს შეუძლია აჩვენოს, ნამდვილად სურს თუ არა, ტერორისა და ომის დასრულება“, – წერს ანდრეი სიბიგა.
მისი თქმით, „მშვიდობა ძალის მეშვეობით უკრაინის პრიორიტეტად რჩება“.
„მოსკოვზე ზეწოლა და უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერება მშვიდობის პროცესში წინსვლისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. უკრაინა სამშვიდობო ძალისხმევის ერთგული რჩება. ჩვენ ომის დასასრულებლად, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და ჩვენი ხალხის გასათავისუფლებლად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე