ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრეი სიბიგა - თუ რუსეთს მშვიდობა ნამდვილად სურს, ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს

ანდრეი სიბიგა - თუ რუსეთს მშვიდობა ნამდვილად სურს, ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს

თუ რუსეთს მშვიდობა ნამდვილად სურს, ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას.
„რატომ უნდა დაველოდოთ 8 მაისს? თუ ცეცხლის შეწყვეტა ახლაც შეიძლება და ნებისმიერ დროს 30 დღის განმავლობაში - მაშინ ეს რეალურია და არა მხოლოდ აღლუმისთვის. უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს ხანგრძლივ, მყარ და სრულ ცეცხლის შეწყვეტას, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.
ცნობისთვის, კრემლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამი დღით, 8-10 მაისს იმოქმედებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.