ანდრეი ერმაკი - „ჰამასსაც“ კი შეუძლია ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ პუტინს არა - რუსეთის წინააღმდეგ მეტი კოლექტიური მოქმედება გვჭირდება

რუსებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელეს, აგრძელებენ რა თავდასხმას სამოქალაქო სამიზნეებსა და მოსახლეობაზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მეტი ერთობლივი მოქმედებაა საჭირო.
„ჰამასსაც“ კი შეუძლია ცეცხლის შეწყვეტა - მაგრამ პუტინს არა, სულ მცირე, ჯერ არა. რუსეთის წინააღმდეგ მეტი კოლექტიური მოქმედება გვჭირდება“, - აცხადებს ერმაკი.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, კიევში 12 ადამიანი დაშავდა და დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ზაპოროჟიეში კი 7 წლის ბავშვი დაიღუპა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.