ანდრეი ერმაკი – აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის დამარცხების დიდი რისკი არსებობს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე მ, შეიძლება, ომი წააგოს.
ერმაკმა, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, კონგრესს მოუწოდა, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცოს.
„თუ დახმარება, რომელიც ამჟამად კონგრესში განიხილება, გადაიდო – არ ვგულისხმობ არ მიღებას – ეს შექმნის დიდ რისკს, რომ ჩვენ ვიქნებით იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვართ და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ალბათობით შეუძლებელს გახდის ტერიტორიების გათავისუფლების გაგრძელებას და ომის წაგების დიდ რისკს შექმნის“, – აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ სამხედრო დახმარება, არამედ საბიუჯეტო მხარდაჭერაც. “უკრაინა ახლა პარტნიორებთან ერთად მუშაობს მომავალი წლის გეგმაზე. ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ რაც შეიძლება მალე, რადგან უკვე გავიდა ორი წელი და ორი წელი დიდი დროა”, – განაცხადა ერმაკმა.