ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდჟეი დუდა: ჩვენი პოლიტიკა უკრაინასთან სტაბილურია და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას

16 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა.
ანდჟეი დუდას თქმით, მან ზელენსკისთან უკრაინის ფრონტზე და საზოგადოებაში მიმდინარე სიტუაციაზე ისაუბრა. ანდჟეი დუდამ რამდენიმე დღეში დონალდ ტუსკის კიევში ვიზიტი დააანონსა.
"მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ჩვენი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით სტაბილური იქნება და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას; ასე რომ, მას მშვიდად შეუძლია დაიწყოს მოლაპარაკებები პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან კიევში სულ რამდენიმე დღეში" - თქვა ანდჟეი დუდამ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.