არქივი11 ნოემბერი, 2024, 20:40
ანა წითლიძის თქმით, პროკურატურამ გამოკითხვაზე ისიც დაიბარა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ პროკურატურამ ისიც დაიბარა გამოკითხვაზე.
„სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე გიბარებთო. პროკურატურა რომელიც პირდაპირ ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სქემაში და მათ შორის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში – ნდობა არა აქვს არც ჩემგან არც საქართველოს მოქალაქეებისგან. შესაბამისად მისვლას არ ვაპირებ“, – წერს წითლიძე.
წითლიძის გარდა, პროკურატურამ ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენელი დაიბარა გამოკითხვაზე – არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.