არქივი19 სექტემბერი, 2025, 12:36
ანა წითლიძე ,,ძლიერი საქართველო ლელოს” მიმართავს: მითხრეს ლელო დადის და ჩვენს ამომრჩევლებს სოფლებში ეუბნება რომ ნაცები არ მონაწილეობენ მაგრამ ჩვენც ოპოზიცია ვართ და ხმა მოგვეცითო

,,ნაცმოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე ,,ძლიერი საქართველო ლელოს” მიმართავს:
,,როგორც მითხრეს ლელო დადის და ჩვენს ამომრჩევლებს სოფლებში ეუბნება რომ ნაცები არ მონაწილეობენ მაგრამ ჩვენც ოპოზიცია ვართ და ხმა მოგვეცითო)
ვირეშმაკობა ქვია მაგ ამბავს ბიჭებო.
კიდევ ერთხელ:
4 ოქტომბერს არ მივდივართ არავინ ე.წ. საარჩევნო უბნებზე და არ ვიღებთ მონაწილეობას. ვიკრიბებით რუსთაველზე 4 ოქტომბერს 4 საათზე, საქართველოს გამარჯვებისთვის და მშვიდობიანი რევოლუციისთვის!“
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.