ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა წითლიძე - ცესკო ისედაც იყო „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ, თუმცა, ამ ცვლილებებით მისი დამოუკიდებლობის მინიმალური შანსიც კი არ არსებობს

ის, რომ დღეს მესამე მოსმენით მიიღეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნებისთვის" სულერთია, რას იტყვიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანა წითლიძემ საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ისედაც იყო "ქართული ოცნების" გავლენის ქვეშ, თუმცა ამ ცვლილებებით მისი დამოუკიდებლობის მინიმალური შანსიც კი არ არსებობს.
„ის, რომ დღეს მესამე მოსმენით მიიღეს ცვლილებები, კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს იმას, რომ "ქართული ოცნებისთვის" სულერთია, რას იტყვიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ვენეციის კომისია. ვენეციის კომისიამ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 9-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს ცვლილებები ხელს შეუშლის თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოს ამ ქვეყანაში. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ცვლილების გარეშეც ცესკო ისედაც იყო "ქართული ოცნების" გავლენის ქვეშ, თუმცა ამ ცვლილებებით ცესკოს დამოუკიდებლობის მინიმალური შანსიც კი არ არსებობს," - განაცხადა წითლიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.