ანა წითლიძე - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დარჩელის შტაბში შეურაცხყოფით შემოგვივარდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის ანა წითლიძის ინფორმაციით, პარტიის დარჩელის შტაბში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს პროვოკაციის მცდელობა ჰქონდათ.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეურაცხყოფას მიმართავდნენ.
“ამ წუთას დარჩელის შტაბში ჰქონდათ პროვოკაციის მცდელობა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შტაბში შემოგვივარდნენ შეურაცხყოფებით. ერთი ერთი იყო მამუკა ქორთუშვილი, „ოცნების“ აქტივისტი. პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა, დათო კოდუას მამა, რომელმაც ჩემი შტაბის წევრს უთხრა: "დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო"“, - წერს წითლიძე “ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.