ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა ფოტიგა - ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან გადაახვევინოს

ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვა კონკრეტული მიმართულებიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, გასაგებია, რატომ უპირისპირდება ქართველი ხალხი კანონპროექტს, რომლის მიზანი ქვეყანაში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა არაა.
„გასაგებია, რატომ დგას ამდენი ხალხი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც არ არის გამიზნული ქვეყანაში რუსეთის მზარდ გავლენას დაუპირისპირდეს. მე ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან გადაახვევინოს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.