ანა ფოტიგა ევროპარლამენტში აღარ აირჩიეს

მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა არ ამირჩიეს, ვრჩები საერთო მიზნების ერთგული, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ძვირფასო მეგობრებო, გმადლობთ წლების განმავლობაში თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, კეთილი სიტყვებისთვის და თანამშრომლობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა არ ამირჩიეს, ვრჩები ჩვენი საერთო მიზნების ერთგული და გავაგრძელებ აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას ამ პარასკევს ვილნიუსში!“, – წერს ანა ფოტიგა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის გუშინ დასრულდა. ევროკავშირის მოქალაქეებმა 720 პარლამენტარი აირჩიეს, რომლებიც წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ