ანა ტყებუჩავა – შეიძლება სწორი არ არის, რომ იმედი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ლოგიკიდან და იქიდან გამომდინარე, როგორც ბაჩო ქაჯაიას ვიცნობ, ჩემი აზრით, ბაჩო არაფერშია დამნაშავე

შეიძლება სწორი არ არის, რომ იმედი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ლოგიკიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, როგორც ბაჩოს [ქაჯაიას] ვიცნობ, ჩემი აზრით, ბაჩო არაფერშია დამნაშავე,- ამის შესახებ მსახიობმა ანა ტყებუჩავამ განაცხადა, რომელიც მისი კოლეგის, ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სასამართლო პროცესს დაესწრება.
ხვალ გაიმართება თავად ანა ტყებუჩავას პროცესიც. მასაც და ქაჯაიასაც 9 იანვარს, გზის გადაკეტვას ედავებიან.
„იმედი მაქვს მის უდანაშაულობას მოსამართლეც დაინახავს და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. მე ხვალ ვარ დაბარებული და ჩემზეც იგივე მოლოდინი მაქვს. მშვიდად ვარ და მეღიმება, დარწმუნებული ვარ, არაფერი დამიშავებია, ზუსტად მახსოვს რა და როგორ იყო, ამ მხრივ კარგი მახსოვრობა მაქვს. გზის გადაკეტვას გვედავებიან არასაკმარისი ხალხის დროს, რაშიც ძალიან ფრთხილი ვარ ხოლმე“,- განაცხადა ტყებუჩავამ.
მისივე თქმით, მას სამართალდამცავებს არ მოუწოდებიათ არაფრისკენ.
„რას ლაპარაკობთ, სადმე შავდება და მე [დავაშავებ?]სამწუხაროდ, ამხელა გამბედაობაც არ მაქვს. ზოგადად არ მომწონს, როცა კანონს ვარღვევ, რომ ვიღაცას საბაბი არ მივცე, ან მე ან თუნდაც, ჩემს გვერდით მყოფები რომ არ დააჯარიმონ, ამიტომ ძალიან ფრთხილი ვარ ხოლმე“, – განაცხადა ტყებუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა