ანა ნაცვლიშვილი: 100 კი არა, 1 ქარხანა გუგუნებს მარტო - ოცნების ტროლების და ბოტების ქარხანა
12 წელია გასული და არცერთი დაპირება [შესრულებულა]. თქვენ გემახსოვრებათ, ისევე როგორც მაყურებელს - 100 აგუგუნებული ქარხანა, 100 კი არა, 1 ქარხანა გუგუნებს მარტო დღეს საქართველოში და ესაა მათი ტროლების და ბოტების ქარხანა, სხვა ვერცერთი.
ვერცერთ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვერ დაასახელებენ, რომელიც ხარისხიანად, ვადაში შეასრულეს და სადაც დასაქმდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ღირსეული ანაზღაურება ჰქონდათ და უსაფრთხო შრომის პირობები. ამიტომ, ეს არის დამარცხებული ძალა და აქეთ, ძლიერი საქართველო აჩვენებს რეალურ ალტერნატივას.
განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა, ლელოს ერთერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა TV პირველის ეთერში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.