ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა ნაცვლიშვილი - ჩემმა რამდენიმე ყოფილმა კოლეგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტოვებს სამოქალაქო ორგანიზაციაა, რადგან არ სურთ, რომ უცხო ძალის წარმომადგენლები დაერქვათ - ეს არის ზიანი, რომელსაც სამოქალაქო სექტორს აყენებთ

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენს გამჭვირვალობის შესახებ“კანონის გაუქმების მოთხოვნის განხილვის პარალელურად, ადამიანებმა არასამთავრობო ორგანიზაციები დატოვეს.
აღნიშნული განცხადება ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში კანონს განხილვის დროს გააკეთა.
ნაცვლიშვილის თქმით, ორგანიზაციებიდან თანამშრომლების წასვლის მიზეზი ისაა, რომ მათ არ სურთ „უცხო ძალის წარმომადგენლები“ ერქვათ.
„ორი დღეა სასამართლოში ვართ, ჩემმა რამდენიმე ყოფილმა კოლეგამ სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა, რომ ტოვებს სამოქალაქო ორგანიზაციას. ჩემთვის ამის ნახვა ძალიან მძიმეა. ეს არის ის ზიანი, რომელსაც სამოქალაქო სექტორს ყოველ წუთიერად აყენებთ, როცა ეს კანონი მოქმედებს. დაწერეს, რომ ორგანიზაციები დატოვეს იმიტომ, რომ ორშაბათიდან მათ უცხო ძალის წარმომადგენლები დაერქმევათ. ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ემსახურებიან, არ სურთ, რომ ამ სახელით იარონ ამიტომ, სხვადასხვა ორგანიზაციებს ძალიან კომპეტენტური ორგანიზაციები ტოვებენ. არ ვიცი, მათ ბენეფიციარებს რა ეშველებათ, მათ შორის არასრულწლოვანებს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს და ა.შ.“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.