ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა ნაცვლიშვილი - შალვა პაპუაშვილი საშუალო დონის პარტმუშაკად რჩება - ამ ქვეყანაში, მთავარი ბაზა უკვე შეიქმნა, სადაც წერია ივანიშვილი და მისი 83 მოღალატე

პარტმუშაკი შალვა პაპუაშვილი საშუალო დონის პარტმუშაკად რჩება. ამ ქვეყანაში, მთავარი ბაზა უკვე შეიქმნა, ამ ბაზაში წერია ივანიშვილი და მისი 83 მოღალატე,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა იმ ადამიანების საჯარო ბაზის შექმნის საჭიროება შეაფასა, ვინც სოციალურ ქსელში მუქარითა და სიძულვილის ენის გავრცელებით გამოირჩევიან.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რამდენი ბაზის შექმნაც არ უნდა აანონსონ, ბაზა შექმნილია, რუსული აგენტები გაშიფრულები არიან და თითოეულ მათგანს მოუწევს პასუხისგება მართლმსაჯულების წინაშე.
„პარტმუშაკი შალვა პაპუაშვილი საშუალო დონის პარტმუშაკად რჩება. ამ ქვეყანაში, მთავარი ბაზა უკვე შეიქმნა, ამ ბაზაში წერია ივანიშვილი და მისი 83 მოღალატე. ამ ბაზაში აგრძელებენ ჩაწერას ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ დანაშაულებრივ მოქმედებებში. რამდენი სხვა ბაზის შექმნაც არ უნდა აანონსონ, ბაზა შექმნილია, რუსული აგენტები გაშიფრულები არიან, თითოეულ მათგანს მოუწევს პასუხის გება მართლმსაჯულების წინაშე", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.