პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა ნაცვლიშვილი - სამართალდამცავები რომ ჰქვიათ, ლაჩრები არიან - ამ დღეში ჩააგდეს კაცები, ქალებს გვეჭიდავებიან, გადაგვიარეს შუა ქუჩაში

ამ დღეში ჰყავთ ე.წ. სახელმწიფო ინსტიტუტები - გადაგვჯეგეს, გადაგვიარეს ქალებს მშვიდობიანი აქციის დროს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ცესკო-დან აღმაშენებლის ხეივნისკენ მსვლელობისას პოლიციასთან მომხდარ შეხლა-შემოხლაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
ნაცვლიშვილი პოლიციის თანამშრომლებს ლაჩრებს უწოდებს.
„ესენი არიან ლაჩრები. ამ დღეში ჩააგდეს კაცები - ქალებს გვეჭიდავებიან. გადაგვიარეს შუა ქუჩაში. სამართალდამცველები რომ ჰქვიათ, ლაჩრები არიან, ამ დღეში ჰყავთ ე.წ. სახელმწიფო ინსტიტუტები. გადაგვჯეგეს, გადაგვიარეს ქალებს მშვიდობიანი აქციის დროს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.