ანა ნაცვლიშვილი: იმხელა ხიფათი მზადდება საქართველოსთვის ამ ე.წ. განათლების რეფორმით, რომ საუკუნეს გადაწვდება!

ანა ნაცვლიშვილი:
იმხელა ხიფათი მზადდება საქართველოსთვის ამ ე.წ. განათლების რეფორმით, რომ საუკუნეს გადაწვდება!
ეს დღეები სულ ერთი შემზარავი კადრი მახსენდება 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიიდან.
ხონის ერთ-ერთ ბაზარში ადმინისტრაცია გაბრაზდა რომ შევედით მოვაჭრეებთან სასაუბროდ და მოვარდნენ აგრესიულად.
დავიწყეთ საუბარი (უფრო კამათი) და ერთ-ერთი თემა კორუფცია და მომავალი იყო. არ არისო კორუფცია, მიმტკიცებს ერთ-ერთი თანმხლები უფროსის და ვეკითხევი, მამა ხომ ხართ, აი კითხვა არ გიჩნდებათ, სახელმწიფო თვითმფინავით რომ გადააფრინა ღარიბაშვილმა თავისი შვილი და მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს უნივერსიტეტში ასწავლის (აფინანსებს), ეს როგორ ხდება- თქო? თქვენი შვილის მიმართ და მისნაირების მიმართ უსამართლობას არ გრძნობთ-თქო?!
რა მიპასუხა იცით?
აბაო, პრემიერის შვილს უნდა ჰქონდეს ეგ ყველაფერი, ჩემს შვილს რატომ უნდა ჰქონდესო?
ასეთი თავზარდამცემი ცოტა რამ მომისმენია ცხოვრებაში.
ასე ორ წამში გაყიდა და ჩარეცხა შვილის უფლება – ღირსებაზე, სამართლიანობაზე, სწავლაზე, უკეთეს ცხოვრებაზე. რისთვის? რაღაც ტალახიანი ბაზრის მეპატრონის კუდის ამწევობისთვის!
ვერ იქნება ახლა ხასიათზე, მფარველები ააცალეს ცხვირწინ და ლამის დაუჭირეს, მაგრამ იპოვნის ახალს, არ გაუჭირდება, შვილის გაყიდვის ხარჯზე!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ